kids.ge logo

მიმღერე რამე

ფავორიტებში დამატება
როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული!
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
მას იგონებს დაღონება დადაღულ გულის..
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!

ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის,
ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე!
ახლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!

დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე,
ი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!

ხალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების.
გემუდარები, მიმღერე რამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზეო თიბათვისამზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ...სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ...ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...ხსოვნასმოუწოდეს იმას ძველად, ზარები რომ დარეკოს, რომ სიმღერა მთა და ველად გვირგვინივით გადაარეკოს. იგი დაფნის იყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026