kids.ge logo

ქართული ორნამენტი

ფავორიტებში დამატება
მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობირია ზმანება,
ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახოვანება!

ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.

ველური, მონათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად - დაქანდაკება.

ქვა - განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი,
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, როგორც კორიანტელი.

ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს,
ქვა კი არ არის - სიმია.
გარდასულ საკუნეებს
ტყვი: ეს თქვენი ღიმია.

აქ ბევრი სისხლი დაღვარეს.
მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს,
ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს
მის დროს უბით ინახავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე მოვალძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მ...მზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქითმზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქით ვსვამ, მიხარია ცეცხლის კლდემანი, სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით ისევ მეძახ...გეტერაღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძ...სად?საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას...ლოცვისთვისვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026