kids.ge logo

მელაკუდას მაღაზია

ფავორიტებში დამატება
უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზი
და წარწერა ჩამოკიდა
“შემობრძანდით, არის ღია”.

სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.

დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
- ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?

ბურდღუნდა დათუნია:
- კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
თხიც კიდევ - წაბლისო.

თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
- მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.

მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
- გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!

ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.

შეძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაბისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.

კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.

ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშალი, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.

ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.

და როცა ბოლო მყიდველიც
ზოში გამოხეტა,
მელიამ მიმოხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,

თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევ “სუპერ-მარკეტსო”.

საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026