kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
ჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს,
შვილიშვილი კი - ერთი.
ბებია ამბობს - ჩემს ბედში
არ ურევია ღმერთი.
ჩემს შვილებს ღმერთი არა სწამთ?
როგორ გავჩუმდე, როგორ?
ხუთ შვილზე ერთი ბადიში
და მერე, ისიც გოგო?
- ნუ გეშინია, ბებია,
რომ გავიზრდები, მაშინ
იმდენ შვილიშვილს გიყიდი
ვერ დატიო სახლში.
სი სათვალე გექნება,
ჩემო ბებია ოლღა,
სი კაბა და თავშალი,
სი ქუდი და ქოლგა.
შენ ოღონდ კარგად იყავი,
ნუ უჯავრდები მამას,
და ჩირსაც თუ არ მოგვაკლებ,
ჩვენც არ მოგაკლებთ ჭამას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...სათვალებები, როგორ დავიჯერო, რომ სათვალე კარგია, იმ დღეს ვცადე, გავიკეთე, არაფრად არ მარგია. ვეღარც ფისო დავინახ...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...შაშვებიხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026