kids.ge logo

ვაი დედასა!

ფავორიტებში დამატება
ტყეში გაისმა კიკინი,
შეიძრა მთები სურების,
კუჭგამომხმარმა ტურებმა
გამოფხიკეს ყურები.
სორობიდან გამოძვრნენ,
ბაგუნდათ გულები,
გაიხედ-გამოიხედეს,
დაზვერეს გზები ურები.
ცებ წაწყდნენ ბეკეკას,
დრო აღარ იყო ყურების,
თონეში ცეცხლი ჩაანთეს,
დაცხვეს დედას პურები,
მოპატიჟეს სტუმრები,
მოხადეს სავსე ჭურები.
ვაი დედასა! სად იყვნენ
ბროლიბი და მურები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრებაგაბერილი და ამაყი წყალში ყიყინებს ბაყაყი. ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო, ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო, ი...ტელევიზორი- გადაცემა ვისზეა, ყვავზეა თუ ჩხიკვზეა? - სულერთია, ვისზეა, ჩართეთ ტელევიზორი! ... და მთელი დღე ასეა, ყვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026