kids.ge logo

ტურამ წააცანცალა

ფავორიტებში დამატება
ტოროლა და ოლოლი
მიდიოდნენ ორ-ორი.

წყერმა უთხრა ყუტყუტით:
სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!

ერკემალი გაწყრა:
გარონ ცხრა-ცხრამ!

თხა კი წვერის ცანცარით
ურჩევს: ­ წადით ცალ-ცალი!

გაწიწმატდა ტოროლა:
ნუღარ ვივლით ორ-ორად!

გარეს
ცალ-ცალად,
ტურამ წაცანცალა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვისია ზიზიანემსი, ძაფი, ნაჭერი, მაკრატელო, გაჭერ! კაბა მინდა კვირისთვის, გავატარე გვირისტი. შეიკერა ზიზია, გამოიცან ...ძილი ნებისადავიბანე პირი, დავიბანე ხელი, „ნანინაო, ნანა“,- ახლა ასე ვმღერი. აი, უკვე ვიძინებ... დავიძინე...ვარჯიშისკუპ და სკუპ, სკუპ და სკუპ, კურდღელივით დავხტუნავ; ხომ კარგია ვარჯიში? შენც იხტუნე, დათუნავ! ახლა მერცხალ...ყველას არგუნებსახუნძლული ვაშლები ნეტავ საით გარბიან? ზურგზე ვაშლებასხმული ეს ხომ დედა ზღარბია. ვაშლს უზიდავს ზღარბუნებს,...საწყალი კურდღელიეს საწყალი კურდღელი ძლიერ ავად გაგვიხდა; არც სტაფილო ეამა, ჩამოდნა და გაგვიხდა. მოვიწვიეთ ექიმად არჩილი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026