kids.ge logo

ავად გახდა ხუთიანი

ფავორიტებში დამატება

ხუთინი ავად გახდა,
დატრილებს თავზე ანა.
დაკარგა სნეულს მადა
და ოთხიანს დაემგვანა.
დასიცხულს და უჭმელს-უსმელ
კითხვის თავი ჰქონდა განა?!
წია სიცხემ ისევ,
გადაიქცა სამიანად.
- დავიღუპე, ვაი, დედა! -
აღვარღვარებს ცრემლებს ანა. -
ამ ხუთიანს, როგორც ვხედავ,
უნდა იქცეს ორიანად.
- ალო! - ექიმს უხმობს ანა,
გევედრებით, მოდით მალე!
ვადა მყავს ხუთინი,
მომირჩინეთ, დამეხმარეთ! -
ჰა, ექიმიც გაჩნდა უცებ,
არ დასჭირდა ფიქრი დიდხანს,
თქვა: - შეჰყრია სიზარმაცე!
- რა მოარჩენს?
- წიგნის კითხვა!
- ჩქარა წიგნი, წიგნი მინდა! -
ნამ ძილში თვალი ჭყიტა.
- აქა ვართო! - მეგობრებმა
გადმოსძახეს კარადიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...ჩურჩხელა-როგორ ვჭამო ჩურჩხელა, მაგარია ქვასავით... -შენ მაგაზე ნუ ღელავ, მე შევჭამ და გასწავლი....ზოოპარკიჩიტს რა უნდა გალიაში? -ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა! -ეს თევზები რას დარდობენ? -წყალს ნატრობენ მდინარისას! -რა...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026