kids.ge logo

ქეთინოს ბაფთები

ფავორიტებში დამატება
გადაიფრინეს პეპლებმა
თასფერადი ტრამალი,
უხვად მიირთვეს ნექტარი,
ვით უკვდავების წამალი.
დაკოცნეს ვარდი, ყაყაჩო,
ა, ღიღილო, ენძელა,
ცის დასალიერს მიადგნენ,
დაღლილებს ფრენა ეძნელათ,
ცხო ყვავილზე ჩამოსხდნენ
თვალი მოლულეს წამითა,
ცებ წამოდგა ყვავილი,
ყვავილი უცებ წავიდა.
პეპელამ უთხრა პეპელას:
- რა გვემართება, ნეტაო,
მოსიარულე ყვავილებს
თვალით პირველად ვხედავო.
მაშინ ყვავილმა შეჰკადრა:
- რამ შეგაშინათ, ნეტაო,
ქეთინო მქვია სახელად,
რა ვქნა, მასხედით ზედაო,
მინდვრად ბაფთები დავკარგე,
საბედუროდ ჩემდაო,
რომ მიმატოვოთ, პეპლებო,
შინ არ შემიშვებს დედაო.
ვერ გაუწბილებს პეპლებმა
თხოვნა და გულისნადები,
ახლა არავინ არ დადის
ქეთოსნარი ბაფთებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...ბეკეკაგამიგონე, ბეკეკა, გეყო სტუნვა-თამაში, ხედავ? დამეტაკე და ამომსვარე ტალახში. ერთხელ თუ გაგებუტე, ვეღარ გად...დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026