kids.ge logo

კირკიტელა კაკალი

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგითხროთ ამბავი
არცთუ ისე ახალი,
გზაზე ვნახეთ კაკალი,
კირკიტელა კაკალი.
მწვანე ჩენჩო ტანიდან
ახლად ჰქონდა ამძვრალი,
მზეზე იყო დამწვარი
კირკიტელა კაკალი.
ვერას გავხდით კბილებით,
ყო მეტად მაგარი,
ქუსლიც ვურტყით, არ გატყდა
კირკიტელა კაკალი.
ქვით გვინდოდა დამსხვრევა,
გაგვისხლტა და გაგვექცა.
ჭიანჭველის ციხე-კოშკს
ეძგერა და დალეწა.
სახლში როცა მივედით,
იქ ფილთაქვა დავკარით,
გადაგვიტყდა ფილთაქვა,
მთელი დარჩა კაკალი.
რო ვთხოვეთ მჭედელსა,
რკინის ურო ვება.
ვთქვით: - კაკალო, კაკალო,
მას უნდა შება! -
ავწიეთ და დავარტყით,
დავულეწეთ ცხრა კარი,
ერთინად დაიმსხვრა
კირკიტელა კაკალი.
ეს მითხარით, ამბავი
თუ გსმენიათ ამგვარი?
მთლად ფუტურო გამოდგა
კირკიტელა კაკალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...ბიძინას ნატვრისთვალი- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო...ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...ჭკვიანი ბაჭია- ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ, რამდენია, ბაჭია? - არ დაიბნა პაწია, ორი ყური ასწია....კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026