kids.ge logo

ორი ფისო

ფავორიტებში დამატება
ფისოს ფისო ესტუმრა,
მოწონა ძალიან:
- როგორა მგავს, თითქოს-და
ჩემი ტყუპის ცალია.
შავტუხაა ჩემსავით,
გაბურძგნული ბეწვი აქვს.
ალბათ სახლში ეზოდან
სათამაშოდ მეწვია. -
თათით იხმო: - აქ მოდი,
შორით რატომ მიცქერი?
მიავ! - თქვა და სტუმრისკენ
გაიწვდინა კისერი.
ცებ შეკრთა ფისო და
ხმაც მაშინვე გაკმინდა.
თურმე თავის ორეულს
მოუხმობდა სარკიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...ზოოპარკიჩიტს რა უნდა გალიაში? -ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა! -ეს თევზები რას დარდობენ? -წყალს ნატრობენ მდინარისას! -რა...წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...ტყუილების წვიმააპრილის თვე დამდგარიყო, ყინვა-სუსხი გამქრალიყო. ხის ქვეშ ორი ქოსატყუილა გუდა-სტვირით დამჯდარიყო. ირგვლივ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026