kids.ge logo

ვნახე პირ-მზე

ფავორიტებში დამატება
ვნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს;
ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია;
მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობს;
ზადოა, უბრყვილოა, არია!
ბროლის ცაზედ ზანგთ ლაშქარი ისრულებს,
მელნის ტბათა მშვენირად ისრულებს;
შვიდ ციურთა მერვე მნათი ისრულებს;
ის აპოლო, ის კეკელა არია!
ებროს ღაწვს ყელს ალმასი ისურა,
კეკლუცობა სატრფილოდ ისურა;
რადგანც პლანიტს დაყენებს ისურა,
მაღრიბთ დასნი ინაწევრა, არია.

სარო ტანი, წელ-ზარაფი ახევდა,
სევდა ჰქონდა მწუხარებით ახევდა;
მისი სხივილ მჭვრეტელთ გულთა ახევდა;
რაზარინობს, კინამოა, არია!
დეს შუქნი, განვიცადე, მესია,
მისად ქებად, აღმევლინა მესია;
მას ჰფარევდეს არსთა მბადი მესია!
მაშრიყს მკვიდრობს, მან ქვეყანა არია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსამე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, ხელი რად მიჰყ...ბაიათიაწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი! სახედ მომცა მანათა, ...მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026