kids.ge logo

ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი

(სიმღერა)

ფავორიტებში დამატება
ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი,
წყალს მიმეც ადევებულსა.
შორს დამრჩა სატრფო გულისა,
მისთვის დაფეთებულსა.
ის ჰგოდებს... ვაი ჩემს თავსა,
ყველასგან გამეტებულსა,
კარგის არადროს მნახველსა,
უმწეოს, გარეტებულსა!
არ იქნა, ვერ მოვესწარი
მე საქმეს გაკეთებულსა.

გავხდი მდინარის სათრევლად,
მის ლამის დასალამადა.

ან სატრფოს რაღა ვუშველო,
ვიცი, რომ არის ავადა.
წამლები უნდა, ექიმი,
როდი მორჩება თავადა!
შავად დავიწყე ცხოვრება
და მითავდება შავადა.

ვაჰ, ხიდო, ხიდო, რა გითხრა,
უგნურის ხელით ნაგებო!
ვაჰ, სატრფოვ, ობლად შთენილო,
სამოთხის მსგავსო თვალებო,
ვერ შევხვდით ერთი-მეორეს,
მკვდარი ვეღარას გარგებო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026