kids.ge logo

ვანო

ფავორიტებში დამატება

ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,
სევიან ბავშვები:
- ჩვენს ბაღში თუ დარჩები,
წამით აღარ მოწყენ
სე გეთამაშებით!
ზოგმა ცხენი აჩუქა,
ზოგმა კიდევ - მანქანა,
ბიჭი მაინც ბუზღუნებს:
- არ დავრჩები აქ, არა!
- კარგი, ვანო, დაწყნარდი, -
ფერება აღმზრდელი, -
სად გინახავს, მითხარი,
სათამაშო ამდენი!
რასაც ხედავ ამ ბაღში
ყველაფერი შენია,
სახლში მინდა, სახლშიო,
სახლში რა დაგრჩენია?!
ი, შეხე ამ ბიჭებს,
შენი მეგობრებია! -
ბიჭმა აღმზრდელს მიგო:
- სახლში დამრჩა ბებია! -
ვანო-ბიჭის პასუხზე
გაიცინეს ბავშვებმა:
- ბებოც ბაღში მივიღოთ,
მაშინ ვანოც დარჩება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...ავად გახდა ხუთიანიხუთიანი ავად გახდა, დატრიალებს თავზე ანა. დაეკარგა სნეულს მადა და ოთხიანს დაემგვანა. დასიცხულს და უჭმელს-...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026