kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება
- იცით, ქათმებო, რას გეტყვით,
მეტი რომ არ ვთქვა თავზედა,
ჩემი ბადალი, მითხარით,
ვინ არის ქვეყანაზედა?!

დავირები ამაყად
და ვყივი მაღალხმინი,
შიშის ზარსა ვცემ ყველასა
ვაჟკაცი დეზებინი.

ლამაზიცა ვარ, ბიბილო
მიმიგავს წითელ ლალებსა,
კისერი კოხტად მიჭირავს
და ვაბრილებ თვალებსა. -

ყიყლიყოს დასაძახებლად
გულიც კი აყუნცულდა,
მაგრამ უეცრად პაწი
გოშია გამოცუნცულდა.

დაჰყეფა, შეკრთა მამალი,
როგორც გვრიტი და შოშია,
და შერცხვენილმა რაინდმა
მოჰკურცხლა საქათმეშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026