kids.ge logo

ქალაქი და სოფელი

ფავორიტებში დამატება
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სულ დაგვისველა ბაბთები,
სახლში შემოდი, ხათუნა,
შემოდი, ავად გახდები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სიმინდს დაულბო ფოჩები,
გადი, წვიმაში ირბინე,
ირბინე, ნანა, მორჩები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
წვიმა მოვიდა მაგარი,
სახლში შემოდი, ხათუნა,
დადნები, როგორც შაქარი!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დააფრთხო მტრედის ხუნდები,
ნანა, გამოდი ეზოში,
გაგიკაჟდება კუნთები!
რისთვის მოსულხარ, ექიმო?
მეზობლებს რისთვის გვიფეთებ?
ნანას ექიმი რად უნდა,
წადი, ხათუნას მიხედე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...ჩოჩორიბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკ...დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...გაზაფხულიღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026