kids.ge logo

იხვი და მამალი

ფავორიტებში დამატება

ვიტი, ვიტი,
ჩემზე დიდი
მოცურავე ვინ არი,
ვის ამშვენებს ულვაში,
გამეჯიბროს ცურვაში.
ზურგზე ლურჯი ზოლი გამდევს,
ჩემპინის კანტია,
იხვთა მოდგმა ვასახელე,
მეძახიან „კვატიას“.
და დედლების ამალით
იქვე გაჩნდა მამალი.
კან არ დახია,
ტანზე შემოხია:
- მაგ დაფეხვილ ტრაბახას
მივალ, ყელში ვეცემი,
დახალეთ, დედლებო,
თქვენი ლაყე კვერცხები.
სე მაგრად გავცურო,
სე მაგრად ვიყივლო,
მაგას თუ არ ვაჯობო,
დე, გამიხმეს ბიბილო!
გადაეშვა მორევში,
ცა ყივილით გახია,
და იმ დღიდან მამალი
დედლებს არ უნახია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...სახლობანანეტავ სად ხარ, შენს ძებნაში მოვირბინე ეზო, წამო ჩვენთან, სახლობანა ვითამაშოთ, რეზო! რა კარგია, ჩხუბს და ც...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...ნამდვილი ამბავითურმე ქათმების წყევლამა მელია დააელამა, საქათმის ნაცვლად საძაღლის კარი შეაღო მელამა. იმ საძაღლეში რაც მოხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026