kids.ge logo

ჯარისკაცი

ფავორიტებში დამატება
ტარიელმა მამას უთხრა:
- ასეთი მაქვს ფიქრებიო,
ავტომატი მიყიდე და
ჯარისკაცი ვიქნებიო.

დათანხმა, მერე ისევ
შეეხვეწა: - მამაჩემო,
ბარემ მეც თან წამიყვანე,
ჩემი ხელით ავარჩევო.

გზაში უთხრა: - დავიღალე,
აყვანილი მატარეო...
მისთანა ჯარისკაცი
თუ გინახავთ, პატარებო?

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026