kids.ge logo

საახალწლო სათხოვარი

ფავორიტებში დამატება
თამუნია დილიდან
რთავს ხასხასა ნაძვის ხეს,
რიგრიგობით ათავსებს
ტოტზე ბურთებს, ლალისფერს.

ვერცხლისფერი რგოლები
სულ, სულ ზემოთ დაჰკიდა,
მერე პაპას მიეჭრა,
- ახლა იცი, რა მინდა?

შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ,
ჰოდა, თუკი გცალია,
მომიწყვიტე ვარსკვლავი,
გეხვეწები ძალიან.

არჩიე ყველაზე
ლამაზი, თან პატარა,
სულ კი არ დავიტოვებ,
მერე მტრედებს გავატან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოახალი წელი ნიკაა, თოვლის ბაბუა - ანდრია, ფიფქია - ციცქნა თამუნა იღვიძებს დილაადრიან. - ჩქარა ჩაიცვით, ბიჭ...დაჩი და ვარსკვლავებიპატარა დაჩიმ რომ ნახა ცა, ვარსკვლავებით სავსე, იკითხა - ეს ნათურები ვინ აზიდაო ცაზე, ანდა ვინ ანთებთ, ღამ...ღამის სიმფონიამთვარემ გუნდი ვარსკვლავების საქანელად აქცია, ღამურამ კი მთელი ღამე აკვანივით არწია. ჩემი ციცინათელები მომ...დათა ორი წლისაა...დათა გახდა ორი წლის, სულ ახლები ჩააცვეს, ჯერ თმა შეჭრეს, მერე კი მთლად ზღარბივით დავარცხნეს. ყველა ფოტოს ...მიხარიაიცით? გამოცდისთვის ემზადება ლალი, გახდებაო, ბებომ, - სასახელო ქალი. ჩემი დაა ლალი, გამიბრწყინდა თვალი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026