kids.ge logo

ლევიკოს ოცნება

ფავორიტებში დამატება
სულ ათებზე ვისწავლი,
და გავხდები მკვლევარი,
დღე და ღამე ოცნებობს,
პაწაწინა ლევანი.

სე ბევრი რამ მინდა,
თითებზეც ვერ დავთვალე,
პირველ რიგში ბებიკოს,
შევუძინო სათვალე,

ბაბუს ხელ-ჯოხს ვაჩუქებ,
ვარაყიან ტარითა,
დედას, -ყავის ფინჯნებსა,
ნაზი მინანქარითა,

საქსოვ ჩხირებს ვუყიდი,
ჩემს უფროსსა დაკოს,
ხოლო მამას, - არ ვიცი,
რა მივართვა მამიკოს?

ალბათ საპარსს შევურჩევ,
კეთესსა თოკაზე,
რადგან აღარ დამჩხვლიტოს,
მან კოცნის დროს ლოყაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...დალი და მანანაძილის წინ ციცქნა მანანამ, ჰკითხა უფროს დას დალის, სულმოუთქმელად ტიტინებს, ის ფუშფუშელა ქალი. ნელ ნელა რომ...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026