kids.ge logo

სუფთა ღრუტუნია

ფავორიტებში დამატება
ბინძური და ლაფინი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,
სურვილი აქვს ღრუტუნიას,
რა ბევრი, ორად ორი.

რომ ეს ჭუჭყი მოშოროს,
დაბანოს მელე ტანი,
და მოძებნოს მარტოხელამ,
გულერთგული მეგობარი.

ყველა ვისაც ის მიადგა,
გვერდზე გადგა უცებ მისგან,
რას გევხარო, არ დაგვსვარო,
სულ შავი ხარ ტალახისგან.

გზაზე გუბე დანახა,
ნაწვიმარი სუფთა წყალი,
სიღრმეში კი იმ ორმოში,
მთლად მისნაირს მოჰკრა თვალი.

ი, ვნახე მეგობარიც,
სიხარულით ყველას ამცნობს,
სალმება მის ორეულს,
ახლობელს და ძლიერ ნაცნობს.

მოდი ძმაო ვიმეგობროთ,
კეთილი ვარ, არ ვარ ავი,
გუბის ღორიც ესალმება,
დაუქნია მანაც თავი.

მაშინ წამო ვისეირნოთ,
ჩლიქს უწვდის და მასთან იწვევს,
ის თავისთან იპატიჟებს,
ორმოშიო ერთად ვიწვეთ.

ღრუტუნია არც დაფიქრდა,
შებოტა შუა წყალში,
ეჭვი აღარ შეჰპარვია,
მის ანარეკლ მეგობარში.

და გუბეში რომ განერთხა,
ამღვრია სუფთა წყალი,
თვალს აცეცებს,ვერ პოლობს,
სადღაც გაჰქრა მეგობარი.

ცხელ ამინდში,ეამა და,
ნებივრა დიდი ხანი,
და ანაზდად დაბანა,
ღორს ის ჭუჭყიანი ტანი.

გაბრიყვებული და ნაწყენი,
ქშენა-ქშენით ადგა ზეზე,
მშრალ ბალახზე წამოგორდა,
და გაიშრო კანი მზეზე,

ბინძურ ღორსა ვეღარ სცნობენ,
ღრუტუნია სუფთა ხარო,
თხამ კი უთხრა: ასე ლამაზს,
შემიძლია მოგეკარო.

მეგობრობას სთავაზობენ,
ცხვარი, ცხენი, ძროხა, ვირი,
გული უძგერს სიხარულით,
რა ვარო დაწყევლილი,

მასთან თამაშს ესწრაფვიან,
და ადებენ თავზე თავებს,
ი, თურმე რა ძალა აქვს,
სიწმინდეს და სისუფთავეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...საოცარი ქვეყანაზღაპრის გუდა ამ დილით, გზაზედ შემომეყარა, მითხრა თურმე არსებობს, საოცარი ქვეყანა, გასაკვირად ჩვენისა, დავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026