kids.ge logo

ოქროს კბილი

ფავორიტებში დამატება
პირველკლასელ გვანცას,
გუშინ ადრე დილით,
საუზმის დროს მოძვრა,
თურმე წინა კბილი.

ცოტა სისხლიც რომ ნახა,
სულ წაუხდა ნირი,
დაამშვიდა ძამიკომ,
სატირლად აღერღილი.

თორნიკემ დას მიმართა,
სულ ტყულად სტირიო,
ჩვენი საბძლის თაგუნას,
გაუცვალე კბილიო.

ჩერდაკზე რომ ააგდეს,
ათქმევინა თოკომ,-
„თაგვო, ცუდი კბილი შენ,
გადმომიგდე ოქრო!“

ძმა მალულად იცინის,
და თავისთვის მღერის,
გვანცა საბძლის ძირში ზის,
და ოქროს კბილს ელის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026