kids.ge logo

ბაკურიანი

ფავორიტებში დამატება

მიქრის ტყეში კუკუშკა,
ძლიერ ხმარინი,
გველოდება მთის წვერზე,
ჩვენი ბაკურინი.

უღრანი ტყე გვიხუტებს,
ბუჩქის ძირში მგელია,
ციყვი,მელა, კურდღელი,
სათამაშოდ გველიან.

,,კოხტა გორა’’ გვეძახის,
სპეტაკი თოვლინი,
ცა ფიფქებად ჩამოდის,
ხან დღე არის მზინი.

მთიდან მარდად ვეშვებით,
და ტაფობზე ვბრუნდებით,
გზაზედ თავსა გვესხმიან,
თოვლის დიდი გუნდები.

მეგობრებიც კი ვნახეთ,
თოვლის პაპაც, ფიფქიაც,
საჩუქრებით ბავშვებთან,
ციგურებით მიქრიან.

ყველა კარგად ერთობა,
აღმა-დაღმა ნავარდობს,
მზე გვიღიმის,მაგრამ თოვლს,
სრულებითაც არ ადნობს.

მემარხილეს გაებნა,
შესაკრავი თოკები,
გოგუცუნებს ყინვისგან,
ლეწვიათ ლოყები.

ფეხი დაცურდა და
ვიღაც თოვლში წაიქცა,
მსწრაფლ ხარხარი გაისმა,
ძაღლი ყეფით გაიქცა.

ციდან ცვივა მალი მალ,
თოვლის ბატი ბუტები,
ხონჩით სანტაც გამოჩნდა,
ყველა მას ვეხუტებით.

თქვენაც შემოგვიერთდით,
არ იქნება გვინი,
გელოდებათ პატარებს,
თქვენი ბაკურინი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026