kids.ge logo

ოქროს კბილი

ფავორიტებში დამატება
პირველკლასელ გვანცას,
გუშინ ადრე დილით,
საუზმის დროს მოძვრა,
თურმე წინა კბილი.

ცოტა სისხლიც რომ ნახა,
სულ წაუხდა ნირი,
დაამშვიდა ძამიკომ,
სატირლად აღერღილი.

თორნიკემ დას მიმართა,
სულ ტყულად სტირიო,
ჩვენი საბძლის თაგუნას,
გაუცვალე კბილიო.

ჩერდაკზე რომ ააგდეს,
ათქმევინა თოკომ,-
„თაგვო, ცუდი კბილი შენ,
გადმომიგდე ოქრო!“

ძმა მალულად იცინის,
და თავისთვის მღერის,
გვანცა საბძლის ძირში ზის,
და ოქროს კბილს ელის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი და კრავიერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა, დაკარგვია, თურმე, შვილი, პაწაწინა, აღუჩუნა, ჯერ კიდევ ახალშობილი. არ დავტოვ...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...ჭარბი წონააიწონა დაიწონა, ვისაცა გაქვთ ჭარბი წონა, ჭამეთ ხილი ბოსტნეული, ნუ გახდებით ტკბილის მონა....ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026