kids.ge logo

ტყუილები

ფავორიტებში დამატება
თურმე ტყეში ბებერ მუხას,
მოტეხია ერთი ტოტი,
ხის წვეროდან ჩამოვარდა,
საცოდავი ბეჰემოტი.

თევზი წყლიდან ამომხტარა,
კატას გულზე ეტმასნება,
კატაც ლოკავს ეფერება
და იმ თევზსა ეპრანჭება.

უიიი,ამას რასა ვხედავ?
გემი ცაში დაფრილებს,
ელმავალი ვაგონებით,
ზღვაში მარდად დაგრილებს.

კატა, თაგვი, ცხვარი, მგელი
მამალი და მელია,
ერთად სხედან გრძელ სუფრასთან,
ჭკუა გამოლიათ?

ეგ კი რაა უფრო მეტიც,
უნდა გითხრათ ტყული,
ჭიანჭველას ფუტკარივით,
დაწყია ბზული.

ქორი კარში კაკანებს და
თვისთან უხმობს წიწილებს,
მათ კი კრუხის შეშინდათ,
წივლეს და იწივლეს.

სპილომ ზღვაში შებოტა,
ძებნით წელში მოხარა,
მოხსნა თავი მოლუსკას და
მარგალიტი მოპარა.

არ მინახავს,წვიმის ნაცვლად,
ვარსკვლავები ცვიდეს,
გუთანი კი აღმართს ხნავდეს,
წყარო აღმა დიდეს.

შებრუნდა ის დღე და ღამე
ბნელს ანათებს მზე,
დღეს - მთვარე.

დაჯერეთ ყველაფერი,
მე რაც ეხლა გიამბეთ?
ვისაცა გსურთ, დაჯერეთ,
დე მოგგვაროთ სიმე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026