kids.ge logo

პაწაწინა რტო ვარ

ფავორიტებში დამატება
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გატაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
სადუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთევან დედოფალირვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცე...მოდიოდა ნინო მთებითლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთა...საქართველოო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...რეკენ ზარები, რეკენ...რეკენ ზარები, რეკენ... სიზმარია თუ ცხადი? დაესვენება ჩემს წინ დიდი თამარის ხატი... რიდით შეარხევს ქარი დრ...შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს.... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია.... იდგა ბერმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026