kids.ge logo

მოდიოდა ნინო მთებით

ფავორიტებში დამატება
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიდა, ნინო მთებით მოდიდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
წყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
წყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიძინა... ერთ წალკოტში მიძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება ისო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რადენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჟაო, დილის მზის სხივო,ვაჟაო, დილის მზის სხივო, ხან მთებზე ნისლთა დინებავ, შუაფხოდან რომ მიდიხარ, გული რად გაგეტირება? შენ თუ არ...პაწაწინა რტო ვარმეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწი...თუთალამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ...საქართველოო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...ვარსკვლავი ბრწყინავსვარსკვლავი ბრწყინავს, ო, ვარსკვლავი კრთის სასიამო და მთვარე არის კვლავ სხივთა მთოვარ. . . დაგვიანებით გად...
„ბაჭია“
ნახატის ავტორი:
ბარბარე სოზაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026