kids.ge logo

დათვის ბელო

ფავორიტებში დამატება
-დათვის ბელო სად მიდიხარ?
საით ამ ტყის შვილო?
-ვერა ხედავ, თოვლი მოდის,
უნდა დავიძინო.
ჩემ ბუნაგში მეც დავიგე
ფოთოლი და თივა.
იქ ზამთარი რას დამაკლებს,
თბილა, ისე თბილა,
არც სიცივე შემაწუხებს,
არც შიმშილის შიში,
დავწვები და ჩემ ფუნთუშა
თათს ჩავიდებ პირში.
მერე ვიდრე არ დათბება
არ გავახელ თვალებს
და მთელ ზამთარს,
ამ ცივ ზამთარს,
ძილში გავატარებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026