kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
სხვა არაფერი,
ის მინდა,
ფრთხილად შეგახო ტუჩები,
როცა ნაზამთრალ მიწიდან
მოხვალ, ამოლურჯდები.

მოვალ და გადაგიკოცნი
თვალებს-საყვარლად გახელილს.
ეს შენ ხარ ფერი სიცოცხლის,
გაქვს უნაზესი სახელი.

მე მიყვარს შენთან ჩურჩული
და შენი ფიქრში შენახვა.
შენა ხარ ჩემი ოცნება,
ჩემი ბავშვობაც შენა ხარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026