kids.ge logo

ფეხი დამადგით...

ფავორიტებში დამატება
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობა
დით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე ლამაზი მეგობარი მყავდამე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით... ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუ...ო, მადლსა შენსაო, მადლსა შენსა, ცაო ქართვლისა, კვლავინდებურად ჩვენთვის ეხმიოს, შიგნი თუ გარე, გაღმა-გამოღმა თავს ყმაწვილ...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლა...ვაჟაო, დილის მზის სხივო,ვაჟაო, დილის მზის სხივო, ხან მთებზე ნისლთა დინებავ, შუაფხოდან რომ მიდიხარ, გული რად გაგეტირება? შენ თუ არ...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026