kids.ge logo

როგორ გაჩნდა მთვარე

ფავორიტებში დამატება

დედამიწაზე მაშინ  გოლიათები ცხოვრობდნენ. გოლიათების მეფეს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც მამასავით გოლიათი იყო, მაგრამ ღამისა ეშინოდა, სიბნელეში სახლიდან ფეხს არ გაადგამდა. რა არ უთხრა მამა გოლიათმა, -შვილო, გოლიათი ხარ და ვინ რას შემოგბედავსო, დედა გოლიათი  რას არ შეჰპირდა, მაგრამ პატარა გოლიათს მაინც ეშინოდა ღამის სიბნელისა. 

ერთხელ, პატარა გოლიათს მეზობლის ბავშვებმა დასცინეს, ის კი ადგა და სახლში შეიყუჟა.  მამა გოლიათი განრისხდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, -ჯავრი რაზე ვიყაროო. სხვა რომ ვერაფერი მოიხელთა, ახლადამოყვანილ ყველს სტაცა ხელი. ესეც გოლიათი ყველი იყო. მამამ ხელში ბრაზით ატრიალა ყველი, კარგად დააგუნდავა. ბევრი იყვირა დედა გოლიათმა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. ბოლოს მამა სულაც გარეთ გავარდა და ყველი  მთელი ძალით ცაში აისროლა. გუნდა ამხელა გზაზე  მტვრითა და ქვიშით დაიფარა. ჰოი, საოცრებავ!- ცაში ის გაფუვდა, გაიზარდა, მზის სხივები აირეკლა და მთვარედ იქცა. ღამე მთვარემ გაანათა. პატარა გოლიათი გარეთ უშიშრად გამოვიდა და მეზობლის ბავშვებთან სათამაშოდ გაიქცა. მთვარით განათებული ღამისა სულაც არ შეშინებია. მამა გოლიათს ბრაზი დაუცხრა.  დედა გოლიათი   ერთხანს ებუტებოდა, მერე მასაც მოეწონა მთვარე.  

მას შემდეგ ანათებს ღამის ცას მთვარე, ამიტომაც ჩანს ყველივით დასვრეტილი. ქვიშით და მტვრით მას შემდეგაა დაფარული.

გოლიათები სულ შეიცვალნენ, თანდათან დაპატარავდნენ და ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ. მთვარე კი არ შეცვლილა, ცაზე ისევ ისე ანათებს.

 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ზარქუა:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ თქვენი ოჯახის წევრები

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ აფასებთ მათ და მათ წვლილს ოჯახში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026