kids.ge logo

რკოს ჯარისკაცები მოდიან! ერთი-ორი სამი!..

ფავორიტებში დამატება

მუხამ რკო რაკარუკით ჩამოყარა. ნიკამ რკოს კაცუნა გაააკეთა. კაცუნას ასანთის ხელ-ფეხი ჰქონდა. თავზე ქუდი-რკოს ჯამი ეხურა. ნიკამ კაცუნას სახელად როკო დაარქვა. 

როკომ თვალები გაახილა და ნიკას სთხოვა:

-ნიკა, რკოს ცხენი გამიკეთე.

გაუკეთა ნიკამ როკოს რკოს ცხენი. როკო ცხენზე ამხედრდა.  ჭიამაია დარია შველას ითხოვდა, რუში ჩავარდნილიყო. როკო ცხენი რუში შეაცურა,  დარია უნაგირზე შემოისვა და გამოიყვანა, მერე ჭიანჭველა რეზის ტვირთი ბუდემდე მიატანინა. გზაზე კრაზანა რუხრუხა დააფრთხო, ფუტკარს რომ ეჩხუბებოდა. 

-დამაცადე, როკო, გადაგიხდი სამაგიეროს,-დაიქადნა რუხრუხამ. 

როკოს  მოთქმა -ტირილის ხმა შემოესმა. კაცუნამ ცხენი გააგელვა, -იმ ხმას მიჰყვა. პატარა მზეთუნახავი,-პეპელა ნურია ობობას ქსელში გაბმულიყო. ობობა ჯურხა   მას ნელ-ნელა ეპარებოდა. როკო ნურიასკენ გაქანდა. უცებ კრაზანების ბზიული მოისმა, რუხრუხა და მისი ძმაკაცები როკოსთან საომრად მობზუილებდნენ.

-ნიკამ, კიდევ გააკეთე რკოს ჯარისკაცები!-დაიყვირა როკომ. 

ნიკამ სასწრაფოდ გააკეთე რკოს კარისკაცები და   როკოს საშველად გაგზავნა. ჯარმა ჯურხას  მედგრად შეუტია და ნურია ქსელიდან გამოხსნა.   კრაზანებს თავზარი დაეცათ და რუხრუხა ბრძოლის ველზე მიატოვეს, ლაჩრულად გაიპარნენ. რუხრუხამ თავი ძლივს გადაირჩინა. 

მამაცი ჯარისკაცები თავიანთი გენერლის,  როკოს წინ  ჩამწკრივდნენ:

-გამარჯობა, ჯარო!-დაიძახა როკომ. 

-ჩვენს გენერალს გაუმარ-ჯოს!-უპასუხეს ერთგულმა ჯარისკაცებმა. 

-მზად ხართ, რომ ყველას დავეხმაროთ?

-მზად... ვართ!

-სწორდიით! სმენა! ნაბიჯიით... იარ! ერთ-ორი-სამი! ერთი-ორი-სამი!

რკოს ჯარისკაცების ჯარი დაიძრა.   ტყემ შვებით ამოისუნთქა. მას ხომ ერთგული  დამცველები ჰყავდა. ამხელა არმიას ვინ რას გაუბედავდა. 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

შექმენით სათამაშო გარემო

დარწმუნდით, რომ ბავშვებს აქვთ საკმარისი ადგილი და სათამაშოები, რომ თავისუფლად ითამაშონ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026