kids.ge logo

ყოჩაღი ყვანჩალა

ფავორიტებში დამატება

ამბობენ, ყვავსაც თავისი ბახალა უყვარსო. ამ დედა ყვავსაც თავისი ყვანჩალა ყველაზე უკეთესი ეგონა:

-ყოჩაღი მყავს, დედა ენაცვალოს! ლამის მზეს დაასწროს ადგომა. დილაადრიან წამოფრინდება, დაჯდება ხის კენწეროზე და სიმღერაში ვარჯიშობს, მთელი დღე ბეჯითად ყრანტალებს. ჩემი ყოჩაღი შვილი! 

ხის გვერდით პატარა მდინარე ჩამოედინებოდა. მდინარის ნაპირას ყიყინა ბაყაყი ცხოვრობდა.  გულზე სკდებოდა, ყვავები ყიყინში ვარჯიშს არ მაცლიანო.

-ახლა ნადირობა როგორ ისწავლა! ჭიაღუებს სულ მუსრი გაავლო. ყოჩაღი მყავს, ყო-ჩა-ღი! -ჩხაოდა დედა ყვავი.

-ყოჩაღი კი არა, ყაჩაღი ყოფილა, ყა-ჩა-ღი!-წამსვე აყიყინდებოდა ბაყაყი. 

ზაფხულის კოკისპირულმა წვიმებმა მდინარის ნაპირას ჭაობი გააჩინა. ციდან  ჭაობი  სანადიროდ გამოსულმა ყანჩამ  შენიშნა და ძირს დაეშვა. მზე ძლიერ აცხუნებდა. დაჭაობებულ პაწია   ყურეში  ყანჩამ უცებ ბაყაყი დაინახა.

-რა კარგია! მგონი, ყვანჩალას ჩაეძინა, ხმა არ ისმის,- ფიქრობდა ამ დროს ფართო ფოთოლზე არხეინად წამოგორებული ყიყინა. 

სულაც არა, თურმე ყვანჩალა ხის კენწეროზე იჯდა და მოდამოს ზვერავდა. უცებ ყანჩა დაინახა და საზარლად დაიჩხავლა. 

ბაყაყი შიშისგან შეხტა, თვალები დააჭყიტა და... თავს ყანჩა წამოდგომოდა! სასწრაფოდ ისკუპა და წყალში ჩახტა.  გაწბილებული ყანჩა გაფრინდა, ბაყაყმა კი მდინარის ფსკერზე  მოითქვა სული. 

დედა ყვავი ნადირობიდან დაბრუნდა თუ არა, მაშინვე შვილის ქებას მოჰყვა:

-როგორი გულადი შვილი მყავს, როგორი კეთილია! ახლა ჩვენს ტყეს როგორ დარაჯობს! ყოჩაღია-მეთქი, ყო-ჩა-ღი!

-მართლა ყოჩაღი ყოფილა! ყო-ჩა-ღი!-ბაყაყი წამსვე ყიყინით აჰყვა. 

ბაყაყი და ყვანჩალა დამეგობრდნენ.  უკვე ერთად მღეროდნენ,- ერთი მთელი დღე ყრანტალებდა, მეორე დაუღალავად ყიყინებდა.  

ისიც გავიგე, რომ ამ ამბავს ახლომახლო მცხოვრები ჩიტუნები სულაც არ გაუხარებია:

-წაიღეს რა გული!  თავს ვუშველოთ! დროა დიდი გადაფრენა მოვაწყოთ!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ ყოველდღიური რუტინის მნიშვნელობა

აუხსენით ბავშვს, რომ ყოველდღიური რუტინა მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026