kids.ge logo

კესო-პეპელა

ფავორიტებში დამატება

კესო-პეპელას ვარდისფერი  ფრთები  წითელი წინწკლებით აქვს მოხატული. ჭრელაჭრულა ყვავილები ამბობენ, ამ არემარეში მასზე ლამაზი არსება არ დაფრინავსო. მინდორში ყველა ყვავილი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, კესო-პეპელამ მის ფურცლებზე ერთხელ მაინც ჩამოჯდეს,  ამით  თავი რომ  მოიწონონ. 

მინდვრის განაპირას ყვითელი ნარგიზი დგას, პაწია მზეთუნახავს პირველად ის დაინახავს, დაიძახებს:

-კესო-პეპელა მოდის, კესო-პეპელა!

ყვავილები მაშინვე  ფურცლებს შლიან და კესო-პეპელას ტკბილ საუზმეს სთავაზობენ. მინდორში ათასნაირი ყვავილი გაშლილა. კესო-პეპელა კი ერთი პაწია არსებაა.  არ უნდა ვინმეს გული დასწყვიტოს.  თვალებს ხუჭავს და ყვავილს ისე ირჩევს. 

მინდორი ვრცელია, შორს გაშლილი. ზოგჯერ კეთილი ნიავბიჭუნა შემოირბენს, კესო-პეპელას ფრენაში ეხმარება. 

ერთხელ მინდორს ძლიერმა ქარმა გადაუქროლა, მერე გადმოუქროლა.

-კესო-პეპელა! თავს უშველე, თორემ  ქარი წაგიღებს! -დაიძახეს ყვავილებმა. 

მაგრამ ქარმა პაწია მზეთუნახავი  უკვე დაინახა,  მისკენ ღმუილით დაიძრა.  

-იჩქარე, კესო-პეპელა! მოდი, ჩემს პარკუჭანაში დაგმალავ!-დაუძახა ერთმა ყვავილმა. კესო- პეპელამ  ძლივს მოსწრო ჩამოფრენა, ყვავილმა  პარკუჭანა სასწრაფოდ დახურა და კესო-პეპელა  გულში ჩაიკრა. ქარი მთელი დღე უტრიალებდა, ხან მარჯვნივ ააფრიალა, ხან მარცხნივ.   ყვავილს მწვანე პარკუჭანა ისე  შეეკრა,  პირი ვერაფრით  გაახსნევინა. 

ღამით  გაწვიმდა. ქარი  მინდვრიდან ლაჩრულად გაიძურწა.

-ნეტავ, ჩვენი კესო -პეპელა როგორაა!-მთელი ღამე დარდობდნენ ყვავილები.   

წვიმამ  გადაიღო. დილით მზე ცაზე არხეინად გამობრძანდა. ყვავილმა მწვანე პარკუჭანა ფრთხილად გაშალა. კესო-პეპელამ  მის გულზე ჯერ მუხლი გამართა, მერე ფრთები აიქნია და აფრინდა. 

ყვავილებმა ერთხმად დასცხეს ტაში. მზე გაოცდა, ვერ მიხვდა, მინდორზე რა ხდებოდა. 

-დიდი მადლობა, ჩემო გმირო!-უთხრა მამაც ყვავილს კესო-პეპელამ. 

ყვავილს შერცხვა, დაიბნა.  თავისი პარკუჭანა უნებურად დღის სინათლეშიც კი შეკრა. გაოცებულმა მზემ ცხრავე თვალი დააჭყიტა, მაინც ვერაფერს მიხვდა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

განაგრძეთ სწავლა

განაგრძეთ ოჯახური მხარდაჭერის უნარების გაუმჯობესება, რათა შექმნათ უფრო ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობები თქვენს ოჯახში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026