kids.ge logo

ჭიამაიას ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

მზის სხივს პაწია ათინათი მოწყდა და თეთრი ყვავილის ფურცელზე დასკუპდა. 

-წამოდი, რას უყურებ, ცაში დაბრუნების დროა!-დაუძახა მზის სხივმა.

-ცაში წასვლა არ მინდა, მომბეზრდა თქვენთან ყოფნა! მიწაზე უნდა დავრჩე, -ბალახზე ვისეირნო და ყვავილის გულში ვიცხოვრო... 

დარჩა პაწია ათინათი მიწაზე, გვირილების მინდორში. განაწყენებულმა მზემ სხივები აიკრიფა და თვალს მიეფარა. დაღამდა. პაწია ათინათს შესცივდა. მისი ციცქნა ნაპერწკალი თანდათან იბჟუტებოდა, ტანზე კი პაწაწა წინწკლები უჩნდებოდა. 

მოენატრა მზეს თავისი ათინათი და სხივები დილაადრიან გაგზავნა მიწაზე. იპოვეს სხივებმა ათინათი, შეეცოდათ და თბილი სხივებით მოეფერნენ. პაწია ათინათი ლამაზ მწერად იქცა, ტანზე მას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა. 

-ახლა შეგეძლება მიწაზეც იცხოვრო და ცაშიც მოგვინახულო,-ალერსით უთხრეს მზის სხივებმა. 

დარჩა პაწია მწერი დედამიწაზე. მას ლამაზი სახელები დაარქვეს, -ზოგან მაიას ეძახდნენ, ზოგან ლედიბაგს, ზოგან რას და ზოგან რას. 

ცამ ღრუბლები შემოიხვია. წვიმა დიდხანს გაგრძელდა. მოენატრა პაწია ჭიამაიას თავისი მშობლიური ცა და მზე. 

ცხრათვალა მნათობი ჭიანჭველა ჭინჭარას და ჭრიჭინა ინასაც მონატრებოდა. 

-შენ ხომ მზის შვილი ხარ! ჭია, ჭია -ჭიამაია, ხვალ როგორი დარია? -დაუძახა დობილს ჭრიჭინამ.

ჭიამაიამ პაწია ფრთები გაშალა, ღრუბლების ჭუჭრუტანებში მარჯვედ გაძვრა და მზეს ესტუმრა. 

-გამოდი, მზეო, გამოანათე, წვიმამ მიწაზე ჭენჭყოები გააჩინა და ჭიანჭველა-ჭინჭარას ბუდე დაუტბორა, ჭრიჭინა ინას უმზეოდ სიმღერა არ სურს...

მზემ არ აწყენინა, გადასწია ცის ფარდა და სასწრაფოდ გამობრწყინდა. ჭინჭარას ბუდე მალე გაშრა, ჭრიჭინამ სიმღერა შემოსძახა:

-ჭია, ჭიამაია, გულკეთილო დაია, რა მზიანი დარია, აგრემც გაგიხარია!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სადუნიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ოჯახური კითხვა

წაიკითხეთ წიგნები ერთად, რათა გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და გაატაროთ დრო სასიამოვნოდ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026