kids.ge logo

ვინ რას აკეთებს

ფავორიტებში დამატება

ტასო დიდ ოჯახში ცხოვრობს.

ამ ოჯახის ყველა წევრი თავისი საქმიანობით  ამაყობს.  

-ჩვენ ყველანი სხვებზე ვზრუნავთ,-ამბობენ ისინი.

-როგორ ზრუნავთ? რას აკეთებთ?-უკვირს  ტასოს.

-მე ბავშვებს ვასწავლი,-ამბობს ტასოს დედა,-ჩემმა მოსწავლეებმა უკვე  კითხვაც ისწავლეს და წერაც...

-მე კი დღეს ქალაქში  ხანძარი ჩავაქრე,- ეუბნება მამა,-ცეცხლწაკიდებული სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიყვანე...

-მე ავადმყოფებს ვმკურნალობ,-ამბობს ბებია,- უკვე აცივდა. სეზონური გრიპის პერიოდია... დღეს წამლის ბევრი რეცეპტი გამოვწერე...

-მე მრავალსართულიან  სახლებს ვაშენებ,-უხსნის  ბაბუა,-დღეს კიდევ ერთი სართული ავაშენეთ...

-მე კი ადამიანების უსაფრთხოებას ვიცავ,-ეუბნება  ბიძა,-თვალყურს ვადევნებ, რომ წესრიგი ყველამ დაიცვას...

- მე ახალ ფილმში მიღებენ,-თავს იწონებს მამიდა,-ძალიან საინტერესო ფილმია, ვიცი, ყველას მოეწონება...

-მე ბავშვს ვუვლი,-ამბობს ლუკას მომვლელი ქალი,- ვაცმევ, ვაჭმევ, ვასეირნებ, თვალყურს ვადევნებ, რომ ცუდი არაფერი შეემთხვეს...

-ჩვენი  ლუკა რას აკეთებს? -   იცინის ტასო.

-არაფერს. მას მხოლოდ ძილი და ჭამა შეუძლია. სულ ხელში აყვანას ითხოვს და სულ ჭირვეულობს...

-შენ რას აკეთებ, ტასო?-ახლა გოგონას ეკითხებიან.

-მე უკვე სკოლაში დავდივარ,-წამსვე პასუხობს ტასო,-ჯერ  ვსწავლობ, რომ შემდეგ მეც თქვენსავით   სხვებზე ვიზრუნო...

ბავშვებო, ამ  საუბარს ხომ მოუსმინეთ?  ვიცი, უკვე არ გაგიჭირდებათ ტასოს ოჯახის წევრების პროფესიის გამოცნობა. 

რა საინტერესოა! ნეტავ, ლუკა რატომ არ აკეთებს არაფერს?

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნინოშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

იყავით კარგი მაგალითი

აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენც სიამოვნებით სწავლობთ და იღებთ ახალ ცოდნას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026