kids.ge logo

სტვენია ჩაიდანი

ფავორიტებში დამატება

დედამ  სტვენია ჩაიდანი იყიდა. ყველა  სტვენია  ჩაიდანი ძალიან მხიარულია.  აინთება  გაზქურა, სტვენია  ჩაიდანი წყალს აათუხთუხებს, მერე კი უსტვენს და უსტვენს.

ჭურჭლის კარადაში შელაგებული ჩაის ფინჯნები და ლამბაქები  მაშინვე  გამხიარულდნენ, უჯრებში  ჩალაგებული კოვზები აწკარუნდნენ.  ჩაის სუფრა  უცებ გაიშალა. მაგიდაზე თეფშით  იდო  დაჭრილი ლიმონი.  ლანგარზე    გემრიელი  ნამცხვრები ელაგა.

-რას ელოდებით? მობრძანდით! ჩაი დალიეთ!- უსტვენდა ჩაიდანი. 

ბიჭუნა  და მისი  პატარა დაიკო  მაგიდისკენ  ჩაის დასალევად  გამოქანდნენ,  მათ დედა და სამსახურიდან დაბრუნებული მამა შეუერთდნენ,  მაგიდასთან  დასხდნენ  ბებია და ბაბუაც. მთელი ოჯახი შეიკრიბა.

ნახეთ, რა  მხიარული ჩაის სმა გამართულა! სტვენია  ჩაიდანი მხიარულად სტვენს,  სხვები კი  სახუმარო სიმღერას მღერიან:

-რა კარგია, რომ ერთად ვართ,                            

რა სჯობია ასეთ ვახშამს,

სტვენია სტვენს, ჩვენ კი ვმღერით:

-ჩაისა ვსვამთ! ვაშა! ვაშა!

თქვენც მოგინდათ ასეთი მხიარული ჩაის სმა? თუ ასეა, სასწრაფოდ გაიქეცით მაღაზიაში  და სტვენია  ჩაიდანი იყიდეთ!

აი, მერე ნახეთ თქვენ  ნამდვილი მხიარულება!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: კაპანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ დამამშვიდებელი აპლიკაციები

არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ბავშვს დამშვიდებაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026