kids.ge logo

ტყისმცველი

ფავორიტებში დამატება

ამ სოფელში ყველამ იცის, რომ პატარა ზალიკო ტყისმცველობაზე ოცნებობს. ბიჭი სოფლის ბოლოს ცხოვრობს.  სახლს იქით ტყეა გაშლილი. ტყეში დიდი ხეებიც ცხოვრობენ და პატარებიც, უწყინარი ცხოველებიც და ენაჭიკჭიკა ჩიტებიც. ზალიკოს ხელს რა შეუშლის, ტყისმცველი რომ გახდეს?

ბიჭმა იცის, ტყეს დაცვა  ესაჭიროება,-წყარო რომ არ დაშრეს, ჰაერი რომ არ დაბინძურდეს, ქარმა რომ არ ითარეშოს...  ერთი სიტყვით,  დედამიწაზე სიცოცხლე რომ იყოს.  

ხის მოჭრა კი არა,  ამ ტყიდან ფიჩხსაც ვერავინ წაიღებს.   ზალიკოს  რას გამოაპარებ!

ეს რა ხმა ისმის?  რა ხდება ტყეში? 

შეშინებული ჩიტები ხეებიდან აიშალნენ.-ტყე საფრთხეშიაო.

ზალიკო  კისრისტეხით გარბის და რას ხედავს!  ნიკო პაპა მის საყვარელ ქოჩორა ბუჩქებს ნაჯახით მისდგომია! მოიხედა პაპამ და პირკატა ეცა, ასე განრისხებული ზალიკო რომ დაინახა.

-რას აკეთებ, ნიკო პაპა? 

-რა კოპები შეგიკრავს, ზალიკო! ხეს ხომ არ  ვჭრი, ფიჩხია და მეტი არაფერი...

-მერე არ იცი, რომ იებს ბუჩქის ძირას უყვართ ცხოვრება, ახლა სად უნდა ამოვიდნენ?  თავი რას უნდა შეაფარონ! შეხედე, ერთი კიდევაც ამოსულა!-ზალიკო წარბებს უფრო იკრავს. 

ნიკო პაპამ ძირს დაიხედა. მიწიდან ლურჯთვალა იას ამოეყო თავი და პაპას უღიმოდა.

პაპა შეცბა,  ნაჯახი აიღო და შინისკენ სულ ბუზღუნ-ბუზღუნით გასწია:

-ამ ბიჭის შიშით ტყეში ვერ შემოვსულვარ!

ზალიკო იასთან ჩაცუცქდა და მოეფერა:

-ნუ გეშინია, პატარავ, მე დაგიცავ!

იამ გაუღიმა. 

-მალე გაიზარდე ჩვენო დამცველო!-ჩამოსძახეს ჭიკჭიკით ჩიტუნებმა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფალიაშვილი-ნადირაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვებს პირველადი დახმარების ძირითადი წესები

ასწავლეთ ბავშვებს პირველადი დახმარების ძირითადი წესები მათი ასაკის შესაბამისად.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026