kids.ge logo

ჭიამაიას ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

მაშინ ჭიამაია მწერი კი არა, ელფი იყო-ყვავილების ფერია. სახელად მაია ერქვა. პაწია გოგონას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა და გამჭვირვალე ფრთები ჰქონდა. მაია და სხვა ელფები ყვავილებში ცხოვრობდნენ.

მზე მაიას დიდი მეგობარი იყო. ფერიას ამინდის შესახებ ატყობინებდა. 

ერთხელ მზე ავად გახდა და თავისი ოქროს სასახლიდან დიდხანს არ გამოსულა. დაბლა ქარი გაბატონდა. ქარმა ცაზე შავი, საზარელი ღრუბლები შეყარა. ჩამობნელდა. აცივდა. ფერიებს ძალიან გაუჭირდათ. 

-მზესთან წავალ,-თქვა მაიამ,-გავიგებ, როგორაა.

აფრენა დააპირა, მაგრამ ქარმა საზარლად დაუბერა და ძირს ჩამოაგდო. 

-არ გაგიშვებ!-დაიგუგუნა ქარმა,- მე უნდა ვიბატონო! თქვენ კი წასვლა მოგიწევთ...წადით! დაიკარგეთ აქედან!

-არ! , არა! სამშობლოს ვერ მივატოვებთ!-ატირდნენ ელფები.

-თქვენი საყვარელი მზე ჩაქრა. თუ ახლავე არ გაემგზავრებით, ძლიერად დავუბერავ და ისე შორს გაგაქანებთ, ერთმანეთსაც დაკარგავთ!

ატირდნენ საბრალო ელფები, მაგრამ სხვა რა გზა იყო, სასწრაფოდ აფრინდნენ და სამხრეთისკენ გასწიეს. ფერია მაია მათ ჩამორჩა, ზემოდან გადმოხედა თავის სამშობლოს და ბუნებას შეევედრა: 

-დამმალე, დამიფარე ქარისგან...ნუ ვიქნები ელფი... ოღონდ ნება მომეცი, სამშობლოში დავრჩე!

ბუნებას შეეცოდა პაწია ელფი. უცებ გაიელვა და ჭიამაიად ქცეული მაია ყვავილზე დაეცა. ქარმა ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა.

მზე გამოკეთდა და თავისი სასახლიდან გამობრძანდა. საზარელი, შავი ღრუბლები რომ დაინახა, ძალიან გაბრაზდა. გამოყო ოქროს ხელი და ისინი ნაკუწებად აქცია. ქარი გაიქცა და ღრუბლებიც გაირეკა.

დიდხანს ეძება მზემ თავისი მეგობარი. ვერსად ნახა და დაღონდა. უცებ ერთ ყვავილზე პაწია, წითელი, შავად დაწინწკლული მწერი შენიშნა:

-ეს პატარა ძალიან ჰგავს ჩემს მეგობარს!-თქვა მზემ,- მოდი, სახელად ჭიამაიას დავარქმევ! გამარჯობა, ჭიამაია!

გახარებულმა ჭიამიამ ფრთები გაშალა და აფრინდა. მზისთვის არაფერი უთქვამს. იფიქრა, გული ეტკინებაო. 

იმ დღიდან მზე და ჭიამაია დიდი მეგობრები არიან. 

-ჭია, ჭია-მაია, ხვალ როგორი დარია? -ეკითხებიან. ჭიამაია მაშინვე მზესთან მიფრინავს, რომ ამინდის შესახებ გამოჰკითხოს. ყველას ძალიან უყვარს. მან ხომ სამშობლოს გამო ელფობა დათმო. თანაც ასეთი ლამაზია, ასეთი საყვარელი!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ კრუნჩხვების მართვა

ისწავლეთ კრუნჩხვების დროს პირველადი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026