kids.ge logo

მთვარე და დედამიწა

ფავორიტებში დამატება

ძველად, სულ ძველად,  კოსმოსურ სივრცეში ცისფერი პლანეტა  დაიბადა. 

მან თვალები გაახილა და  მომღიმარე, ალერსიანი მზე დაინახა.

მზემ დედამიწას სხივები დააფრქვია, გაათბო და გაანათა.

ჩვენი პლანეტა უფრო გალამაზდა. 

ძალიან მოუხდა ჰაერის  ცისფერი მოსასხამი და ცისფერი ქუდი.  

-შვილო, რა ლამაზი ხარ!-გაუხარდა მზეს,-დღეიდან  ერთად ვიქნებით. შენ სულ ჩემ ირგვლივ იტრიალებ.

-რა კარგია! -გაუხარდა დედამიწას,-თვალს არასოდეს  მოგაშორებ.

-როცა შებრუნდები, ვერ მნახავ,- უთხრა მზემ,-ამას ღამე ჰქვია. არ შეგეშინდეს. მე შენ მეგობარს გამოგიგზავნი.

ღამე მოვიდა და ცაზე ვარსკვლავები მოაბნია. 

დედამიწა ვარსკვლავების დათვლას შეუდგა. თვალა, თვალა,  მაგრამ ყველა ვერ დათვალა. ეწყინა და გაიბუტა.

უცებ გვერდით ვიღაც ამოუდგა...

-შენ ვინ ხარ?-შესძახა დედამიწამ.

-მე მთვარე ვარ, შენი თანამგზავრი, დღეიდან სულ შენ ირგვლივ ვიტრიალებ.

რა ლამაზი იყო მთვარე! ისიც  ხომ მზისგან დედამიწაზე გამოგზავნილი სხივებით იყო განათებული. 

-არასოდეს მიმატოვებ?

-არასოდეს. ჩვენ ერთმანეთს უჩინარ ხელებს ჩავჭიდებთ, ერთმანეთს შევაკავებთ,  სულ ასე  ვიქნებით. 

ასე დამეგობრდნენ დედამიწა და მთვარე. მიდიოდნენ, ტრიალებდნენ და ერთმანეთს დღისა და ღამის ზღაპრებს უყვებოდნენ.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ფინანსური წიგნიერება

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს ფულის მართვის მნიშვნელობა და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026