kids.ge logo

ყაყაჩოსა სიწითლითა

ფავორიტებში დამატება

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელინი, -
გული შეჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზინი ტევრები
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნარი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხი დამადგით...ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე და...არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა, მთით მობერილმა ნიავმა, ნარგიზის იავნანამა... ერთი პაწია ჩიორა მუხ...მე გადმოვკიდემე გადმოვკიდე ჩემი ალამი... მაგრამ... საითღა, საით დაგიდგამს შენი კარავი? ისევ მზაკვრულად ბრწყინავს მუშთა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ყაყაჩოსა სიწითლითა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026