kids.ge logo

საიდუმლო ბარათი

ფავორიტებში დამატება
სადუმლო ბარათო!
გითხრეს: “ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო”.

მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
მისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!

ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?

როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,
ვერც სახეზედ მოწყენა?

როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?

ან როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოსი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?

რა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
წყებდა თვით ქვეყანა!

სადუმლო ბარათო,
მექმენ… მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026