kids.ge logo

სატრფოს

ფავორიტებში დამატება
მშვენირო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!

მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე…
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!

ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა;
დედის ხმაზედ გიმღერის
დედინაცვლის ჩანგითა.

გაუფრთხილდი! ნუ გჯერა
მაგის ტკბილი ნანინა,
შენზე წინათ სხვაც ბევრი
მოხიბლა, შეაცდინა.

გამაგრდი განსაცდელს,
ტანე ტყვება!
გშვენის ნესტან-დარეჯნის
მაგალითი… მზება.

ტარილი დაგეძებს
გავარდნილი დღეს ველად,
ავთანდილი ფრიდონით
მოდის გამოსახსნელად,

რომ სისხლი და ცრემლები
მსხვერპლად შენ წინ დაღვაროს!..
აქ ცოცხლებს სცეს ნუგეში
და იქ მკვდრები ახაროს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026