kids.ge logo

ჭაღარა

ფავორიტებში დამატება
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.

გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი “ვაის” მნახველი
და ბევრი “უის” გამგონე.

მევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
სე, ვით საკუნები -
სხვადასხვა მრავალ წამითა.

მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?

მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.

ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოლის ტურფა გამომხსნელს!

რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!?
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.

მაგრამ ვამე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..

ამბობს: “ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!...
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
სე, ვით კატა ლომსაო”.

მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავკარგო იმედი?
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..

რა! აყვავდეს იმედი!...
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის... უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026