kids.ge logo

გაზაფხულს ია ამოდის

ფავორიტებში დამატება
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ჰყვირისო, -
ეს ჩემი გული ტიალი
სევ და ისევ სტირისო.

ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად ჰკიდეს;
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიდეს?!

მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც-კი დაშრებიანო;
მაშ ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026