kids.ge logo

გლეხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ბა, შავხედნოთ ქვეყანას:
ძირს ვაკე, მაღლა მთებია;
ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,
კლდედ მივალი გზებია.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ,
გულშიაც ცეცხლი მთებია;
სხვაზედ ვერაზედა დავმდგარვარ,
მარტო ეს მიფიქრებია:
ღმერთი რო კაცსა გაჩენს,
თანვე დაწერს ბედსაო,
ზოგს მისცემს ბატონობასა,
სხვას-კი დაუხრის ქედსაო.
ვენაცვლე უფლის სახელსა,
ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:
ღმერთმა დამბადა მუშადა,
მან მიკურთხა მარჯვენა,
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო
და გამოვკვებო ქვეყანა.

ლალის ოფლით ნაშონსა
ლუკმას ვსჭამ გემრილადა:
ვიცი, რომ ჩემი შრომაა,
ჯაფით მოსული ხელადა;
დარალულს ქვა რომ მაჭამიო,
მომეჩვენება ქადადა.
ბედნირი ვარ, ოღომც-კი
ქვეყანამ მიცნოს კაცადა.
კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,
ვაჟკაცი ნამუსინი;
ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,
სახნავი სასუქინი;
ზღვადა დგა ჩემი ყანები,
ყანები თავთუხინი;
საქერეს ქერი მითესავ,
ქერია ჩარათინი,
სავსე კოდები მიდგი
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,
მარჯვენა ბარაქინი!

ფალს აუნთებ სანთელსა,
გლეხურად შევეხვეწები;
ცის, გლეხი ვარ, შემინდობს,
თუნდაც დავაკლო წესები.
ვერთგულობ მამა-პაპასა,
მათში მიდგა ფესვები.
სუყველა თავისი მაქვის,
სხვებისას არას ვეხები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026