kids.ge logo

გიორგი სააკაძის სურათზედ

ფავორიტებში დამატება
ცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ
მერე სახე მე მეხატება
შენი ქვეყნისა - საქართველოსი…
რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:
თუ ვერ ვიგუებთ ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?!
ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ
კარგის დაღუპვა რად გვენატრება
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება…
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026