kids.ge logo

ნატვრა

ფავორიტებში დამატება
კლდე უნდა იყო, სალი კლდე -
მიწავ, რადა ხარ ფხვირი, -
რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს
ქარჩით მოხუცი ხნირი.
რატომ არვისგან იძლი
შენი სამეფო ძლირი?
არ იქნა, ლეშით არ გაძღა
ეგ შენი ხახა მშირი?
რამდენი კენჩხა გამოჰხარ,
რამდენი მკლავი ძლირი?
რამდენი სახე ქალისა,
ელვა - მთათ შუა რელი,
თვალები - მთვარე მომწყდარი,
წყვდიადში გამორელი,
წელია დილის მზის სხივი,
ვარდებში ჩამორელი.
მასაც ამას უპირობ,
ვინც მე მინათებს ღამითა,
ვისთვისაც სიცოცხლე მწყურან
ამ ბეჩარის ჟამითა,
დაჰშალო, დანაწილო
ძვლები და ლეში კანითა?
ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა,
ყელ-გამოჭრილი დანითა,
რომ ფერფლი ჩემის ლეშისა,
გადატანილი ქარითა,
მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს,
განედლებული ცვარითა.
მზემაცა ნახოს, მთვარემაც,
ცამ ვარსკვლავების ჯარითა
და გაზაფხულის იმა
მის ანგელოზის თვალითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026