kids.ge logo

დაგვიანებული პასუხი აკაკის

ფავორიტებში დამატება
“ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო”.
კაკი

ბევრი ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოტო;
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
ცებ თავზარი დამეცა,
სიტყვა, მოსული სათქმელად
ნიდან მომწყდა, გამექცა.
დავღონებულვარ ძალიან,
თითქოს სახლ-კარი დამექცა.
რადა? რა ღმერთი გამიწყრა
მარგალიტების მფლობელსა,
რომ თავის უშნო ენითა
ვერას ვაგონებ მშობელსა?!
ბულბულისათვის გალობა
დაწუნია რომელსა?
მარგალიტების მფლობელი
ნასა ხმარობს ღონედა,
და როცა მარგალიტს სთესავს,
ან თუ აგებს ყორედა,
მაინც ის არი, რაც არი,
ჭორები მოშორეთა!
იქნებ მე, ჩემმა ენამა,
სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,
დავამხეთ, დავამონეთა?
ვარგისობის მიზეზი
ფშავლობა არის სწორედა.
მოძღვნილი არი მთის მიერ,
ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,
ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!
ქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქალისა?
მისთვის დასაგმობი
და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი, მგრძნობელი,
ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,
შევდრკე, დავმუნჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ, მაინცა,
არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა
ნა მთისა და ბარისა.
მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა,
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
მათ ტკბილის და მწარისა.
სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა…
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,
მუდამ მთქმელი ვარ ამისა,
ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026