kids.ge logo

იმერეთს

ფავორიტებში დამატება
ერთხანად ჩემო მძრახაო,
ლიხს-აქათურო დედაო!
გხედავ, რომ შამრიგებიხარ,
მით შენთან სალამს ვბედაო.

შაერთებულად შენში
ქართლსა და კახეთს ვხედაო.

ფარ-ხმალო საქართველოსავ,
სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო!

ის მომწონს, თავის ქვეყნისა
კარებს რო მაგრა ჰკეტაო.
ვნება ნუ ასცდეს, სავნებლად
ვინაც შენ გაგიმეტაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...უნუგეშო ყოფნაიას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026