kids.ge logo

მთამ სრულიად სხვა სთქვა

ფავორიტებში დამატება
მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია.
მისი ნათქვამი, ნაგრძნობი
მე სულ სხვა გამიგონია.
გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,
აღშფოთებულმა ფრიდა,
სევ თავს უთხრა: „დამშვიდდი,
გულო, რამ აგაზვიდა?!
მომთმენი, აუჩქარები,
ამწონ-დამწონი საქმისა
კი არ გამხადო მსხვერპლადა
შენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალებისა
მოსაწონია თავისა?
ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთ
სიბნელედ ერთის ღამისა.

გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,
ხილ-ხული ჩემსა არესა,
მინამდე ადრე, და დაზრეს,
დღეს იგემებდეს მწარესა,
ცარიელს ტოტებს უშვერდეს
ცაზე გადმოსულს მთვარესა.

არ მომწონს ფაცი-ფუცობა,
სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:
თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,
დღევანდლის დღისა მწველობა
სურდოდ მაჩნია, ჭლექისა
მას არა აქვს ნიშანი,
ღომც გვეჭდიოს გულში ღრმად
ყველას მომავლის მიზანი,
მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითა
ჩვენის სამშობლოს მიწანი!”
აჰღელვებულხარ ძალიან,
თავის ძმა ვეღარ გიცანი!
რომ მომავალი ჩვენია,
მას რად უნდა მისანი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026